''სამართლიანმა არჩევნებმა'' ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

18 ოქტომბერი 2016, 00:00 1947 ნახვა

''სამართლიანმა არჩევნებმა'' ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. „სამართლიანი არჩევნები“ ბათუმის #79-ე ოლქის #1; #31 და #54 საუბნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების გაბათილებას და ხელახალ გადათვლას ითხოვს. თავის დროზე ბათუმის #79 საოლქო კომისიამ ორგანიზაციის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ამ ეტაპისთვის კი საქმე სააპელაციო სასამართლოში ინაცვლებს. 

ამავე კატეგორიაში