მოსახლეობა საღამოს ავტობუსების შეფერხებით მოძრაობაზე საუბრობს

17 ნოემბერი 2020, 14:45 1692 ნახვა

მას შემდეგ რაც პანდემიის გამო გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა,   მგზავრთა ნაწილი მუნიციპალური ტრანსპორტის დაგვიანებაზე საუბრობს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ტრანსპორტის მოძრაობის ინტერვალი დიდია, ასევე, მათი თქმით,  დისკომფორტს  ქმნის, ისიც, რომ 8 საათის შემდეგ ქალაქში ავტობუსები აღარ მოძრაობენ.

შპს ბათუმის ავტოტრანსპორტში ამბობენ, რომ ინტერვალი არ შეცვლილა, რაც შეხება მუშაობის ერთი საათით ადრე, საღამოს 9 საათზე დასრულებას, ეს დაკავშირებულია დაწესებულ წერტილოვან შეზღუდვებთან და ამის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებისათვის ცნობილი იყო. 

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში