სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - აშშ-ის საელჩო

17 ნოემბერი 2020, 20:50 1202 ნახვა

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

„სიხარულით მივესალმებით სახელმწიფო მდივან პომპეოს ულამაზეს ქალაქ თბილისში. სახელმწიფო მდივანი აქ იმყოფება იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე, ჩვენი საერთო ღირებულებების, თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ერთგულებას.

სახელმწიფო მდივანი პომპეო განიხილავს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის საჭირო ძალისხმევას და ყურადღებას გაამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობაზე“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

ამერიკის სახელმწიფო მდივანი  საქართველოსა და ამერიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან დაიწყება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში