საქართველოში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი

18 ნოემბერი 2020, 10:58 1381 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა  2539  პირი.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 პაციენტი გარდაიცვალა. მათ შორის თბილისში - 19 ადამიანი, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, ქვემო ქართლში - 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი.

დღეს გამოვლენილი 3 443 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: თბილისში გამოვლენილია 1 318 შემთხვევა, აჭარა - 512, იმერეთი - 562, ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 178, გურია - 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 54, სამცხე-ჯავახეთი - 106, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 17 086. მათგან 5 763 მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 650, აჭარაში - 925, იმერეთში - 1 175. მძიმე პაციენტი - 836, მათ შორის, თბილისში - 411, აჭარაში - 140, იმერეთში - 177. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე - 371 პირი, მათ შორის, თბილისში - 163, აჭარაში - 115, იმერეთში - 30.

3 435 პირი არის კოვიდ-სასტუმროში.

თამილა ზოიძე
პროდიუსერი

ამავე კატეგორიაში