განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით - საელჩო

18 ნოემბერი 2020, 12:32 929 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის სახელმწიფო მდივნისა და საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და ილია მეორემ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით.

„აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პომპეო სიამოვნებით შეხვდა მის უწმინდესობას, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ილია II-ს. შეხვედრისას სახელმწიფო მდივანმა და მისმა უწმინდესობამ განიხილეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მხარდაჭერის კუთხით",- წერია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში