19-20 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლჭყაპი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი

18 ნოემბერი 2020, 12:59 5129 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის ცვლილების შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

"19-20 ნოემბერს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი, ბარში უმეტესად თოვლჭყაპის, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ნისლი, მაღალმთიან ზონაში ზოგან ქარბუქი. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთში და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი"-აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში