ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობის ახალი სქემა ამოქმედდება

18 ნოემბერი 2020, 15:05 4987 ნახვა

რამდენიმე დღეში ქალაქში ახალი საგზაო წესები ამოქმედება და ტრანსპორტი შეცვლილი სქემით იმოძრავებს.  გორგილაძის ქუჩაზე ტრანსპორტი ბარათაშვილიდან ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით ცალმხრივად იმოძრავებს.

ავტომობილების გაჩერება კი მხოლოდ ქუჩის მარჯვენა მხარეს იქნება ნებადართული. მარცხენა მხარეს, კი  ჯავახიშვილის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე  მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებენ, სპეციალურად გამოყოფილი ხაზების მეშვეობით.

ასევე ცალმხრივი ხდება ჭავჭავაძის ქუჩა 26 მაისის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩამდე მიმართულებით. ამ შემთხვევაშიც, უკუმიმართულებით იმოძრავებს მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტი.

ახალი სქემის მიხედვით,  ცვლილებები  ეხება  ბარათაშვილის, ჭავჭავაძის, პუშკინის, ბარათაშვილისა და გორგასლის ქუჩებს. 

ბათუმის მერიაში აცხადებდნენ, რომ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში საკმაოდ ვიწრო ქუჩებია,  ახალმა სქემამ კი მომატებული ავტოტრანსპორტის ნაკადის ეფექტურად მართვას უნდა შეუწყოს ხელი, დღეს უწყებაში დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა.

მძღოლებს იმედი აქვთ რომ ახალი სქემა ქალაქში საცობების პრობლემას  მოაგვარებს და მოძრაობას განტვირთავს.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში