ისრაელმა სირიის დედაქალაქი დაბომბა

18 ნოემბერი 2020, 14:06 1350 ნახვა

ისრაელმა  ავიადარტყმები მიიტანა დამასკოს სამხრეთით სამხედრო ობიექტებზე.  ცეცხლი ოკუპირებული ჰოლანის მაღლობების მიმართულებით გაიხსნა.  ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა სირიის ლიდერის ბაშარ  ასადის რეჟიმის 3 ჯარისკაცი, სამხედრო ობიექტებს მატერიალური ზიანი მიადგა.  

სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა შეძლეს  რამდენიმე რაკეტის მოგერიება, სანამ ისინი სამიზნეს მიაღწევდნენ.  2011 წელს სირიაში ომის დაწყების შემდეგ ისრაელი  პერიოდულად ბომბავს  ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებისა და ბაშარ ასადის რეჟიმის ობიექტებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში