ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე

18 ოქტომბერი 2016, 00:00 1878 ნახვა

ეგრეთ წოდებული ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე  კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს. დღეს ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმენენ. სასამართლო სამედიცინო ექსპერტი უკვე დაიკითხა, ჩვენებას თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილიიც მისცემს.პროკურატურის ინფორმაციით, მოწმე წითელაშვილის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების მიხედვით, 2006 წელს ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსენებმა საკონტროლო გასროლები განახორციელეს გარდაცვლილი ახალგაზრდების მიმართ. დაცვის მხარის მტკიცებით კი ტრისტან წითელაშვილი შემთხვევის ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

ამავე კატეგორიაში