ვიზიტი ახალ სიღრმეს შესძენს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერებას - ირაკლი კობახიძე 

18 ნოემბერი 2020, 15:15 694 ნახვა

"ქართულ ოცნებაში" რამდენიმე წუთის წინ საქართველოში მაიკლ პომპეოს ვიზიტი შეაფასეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეს ვიზიტი ახალ სიღრმეს შესძენს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერებას.

"ეს ვიზიტი არის საქართველოს და ამერიკას შორის მჭიდრო თანამშრომლობის, ასევე აშშ-ს მხრიდან საქართველოს პროამერიკული ხელისუფლების მხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურება. ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრების შემდეგ შეიძლება დარწმუნებით ითქვას, რომ საქართველოში პომპეოს ვიზიტი ახალ სიღრმეს შესძენს ქართულ-ამერიკული თანამშრომლობის გაძლიერებას და გაღრმავებას"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში