პრემიერი ეპიდ-სტრატეგიაზე

18 ნოემბერი 2020, 19:52 1043 ნახვა

კოვიდ ინფიცირებული პაციენტების კლინიკური მართვის პროცესის გაუმჯობესების გზებსა და ამ კუთხით არსებულ საჭიროებებზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე ჰოსპიტალების გადატვირთულობის გამო კლინიკური მართვის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზები და მათზე შესაბამისი რეაგირების მექანიზმები განიხილეს. მსჯელობისას აღინიშნა, რომ აუცილებელია, მაქსიმუმი გაკეთდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების კუთხით, რაშიც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მსუბუქი შემთხვევების მკურნალობას ბინაზე - ოჯახის ექიმთან აქტიური კონსულტაციით, ან კოვიდ სასტუმროებში, სადაც გაძლიერებულია თერაპიული ელემენტები და უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა მუდმივი სამედიცინო მეთვალყურეობა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ მკაცრი შეზღუდვები არ იგეგმება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში