ზღვაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს 

19 ნოემბერი 2020, 10:43 8013 ნახვა

ბათუმში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სანაპიროდან 700 მეტრში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცხედარი სანაპიროზე გამოიყვანეს.

ადგილზე იმყოფებიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და მიმდინარეობს გარდაცვლილი პირის იდენტიფიცირება. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში