აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 ადამიანი

19 ნოემბერი 2020, 11:07 1522 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი. ისინი რეგიონის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდნენ. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვალების ოთხი შემთხვევა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ორი სამედიცინო ცენტრში, ერთი კლინიკა „მედინაში“, ერთი კი საერთაშორისო ჰოსპიტალში დაფიქსირდა. გარდაცვლილთა ასაკი 62-დან 84 წლამდეა.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 18 336.   5 833 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 689, აჭარაში - 928. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 115 პირი. რეგიონის კოვიდ-სასტუმროში 1 203 . საქართველოს მასშტაბით ბინაზე  8 985 პირი მკურნალობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში