ხვალ ჩაქვის, მახინჯაურის და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს წყლის მიწოდება შეუწყდებათ

19 ნოემბერი 2020, 11:49 1138 ნახვა

"ბათუმის წყლის" ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს 09:00 საათიდან 20:00 საათამდე წყლამომარაგება შეუწყდება: დაბა ჩაქვის, დაბა მახინჯაურისა და განთიადის ძველი ქსელის აბონენტებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში