საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს

19 ნოემბერი 2020, 10:11 1261 ნახვა

საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დოკუმენტი საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორის, ცნობით, განხილვა 25 ნოემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ სენატის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის, ის შეასრულოს. მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყანა, ჩართული იყო მოლაპარაკების პროცესში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში