ექიმები გმირული შრომის შედეგად, უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ახერხებენ - რიჟვაძე

20 ნოემბერი 2020, 12:05 1053 ნახვა

'' მადლობა მინდა გადავუხადო ექიმებს და მივუსამძიმრო მათი კოლეგების გარდაცვალების გამო. ისინი ყოველდღიურად  გმირული შრომის შედეგად, უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას ახერხებენ'' - ეს განცხადება თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ დღეს რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კი ჰოსპიტალური სექტორის მზაობაა.

''ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელიც ქვეყანას და მსოფლიოს აწუხებს არის კორონავირუსი. დღეს სამწუხაროდ გვაქვს რეკორდული მაჩვენებელი ახალი ინფიცირების შემთხვევების. ის ღონისძიებები, რომელსაც ვატარებდით, სამედიცინო სერვისები, რომელსაც თიოთოეული მოქალაქე საჭიროებს იქნას უზრუნველყოფილი ხელმისაწვდომობა, ასევე მნიშვნელოვანია ხარისხი და ჯანდაცვის სამინისტროს მოვუწოდებ კიდევ უფრო პროაქტიულად მოახდინოს ხარისხის ყოველდღიური გაუმჯობესება. 

კორონავირუსთან გამკლავების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა არის ჰოსპიტალური სექტორის მზაობა. პირველ რიგში ინფრასტრუქტურული და ასევე მედპერსონალის მზაობა. რაც შეეხება მომზადებას კიდევ ერთხელ განვმეორდები ჩვენ ის პირველი შეზღუდვების ეტაპი გამოვიყენეთ, რომ სისტემა მაქსიმალურად მოგვემზადებინა. ამას მოწმობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, პრაქტიკულად ცარიელი კედლები გადაიქცა ყველაზე მძიმე პაციენტების მართვის ცენტრად'' - განაცხადა რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში