ექნებათ ხელშეწყობა, რომ საინვესტიციო პროექტები გაგრძელდეს და დროულად დასრულდეს - რიჟვაძე

20 ნოემბერი 2020, 12:51 982 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეკონომიკური გუნდი მუშაობს რეგიონში ბიზნესის მხარდასაჭერად. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ასევე უნდა გაგრძელდეს მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერა. 

'' აჭარის მთავრობა, ჩვენს ხელთ არსებული რესურსებით, ვცდილობთ მაქსიმალურ ხელშეწყობას  როგორც საინვესტიციო პროექტების, ასევე  თითოეული ბიზნეს ობიექტის მიმართ. პირველ რიგში, რომ არ დაიკარგოს სამუშაო ადგილები და ყველას  ქონდეს სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ხელშეწყობა, რომ მოახერხონ საინვესტიციო პროექტების გაგრძელება და დროულად დასრულება, რომელიც რეგიონში ხორციელდება. 

სამ მნიშვნელოვან საინვესტიციო პროექტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვიმსჯელეთ და რა თქმა უნდა გაგრძელდება ეკონომიკური გუნდის საქმიანობა, რომ მაქსიმალურად მოხდეს ბიზნესის მხარდაჭერა. 

ასევე, მნიშვნელოვანია მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შესაბამისად ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრს მინდა ვთხოვო ახალი ინიციატივები მოქალაქეების მხარდასაჭერად. ჩვენ კარგად გვესმის, რომ  განხორციელებული ღონისძიებების მიუხედავად ადამინების ნაწილმა დაკარგა სამუშაო ადგილები და შემოსავალი და შესაბამისად მიზნობრივი მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს'' - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში