რიგები ცხელების ცენტრებთან

20 ნოემბერი 2020, 17:46 986 ნახვა

პანდემიასთან დაკავშირებული ბოლო მონაცემები კი ასეთია, გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 3 768 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 4 055 პირი. 41 ადამიანი გარდაიცვალა დღეს ვირუსით.მზარდი სტატისტიკის ფონზე, მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტის ჩასაბარებლად საათობით რიგში დგომა უწევთ. დილიდან რიგია ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსთან. მოქალაქეები პრეტენზიას გამოთქვამენ კლინიკის მუშაობასთან დაკავშირებით და პერსონალის დამატებას ითხოვენ. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ დატვირთვა მართლაც დიდია და თუ პროცესში სხვა პოლიკლინიკებიც არ ჩაერთო, საავადმყოფო და მედპერსონალი ხალხის ნაკადს ვერ გაუძლებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში