კორონავირუსით 23 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

20 ნოემბერი 2020, 17:46 7546 ნახვა

კორონავირუსით ქუთაისში 23 წლის გოგო გარდაიცვალა. გოგონა რამდენიმე დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყო და სახლში გადიოდა მკურნალობის კურს. ოჯახის ინოფორმაციით, გარდაცვლილს თანმხლები დააავდება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და გოგონას ბოლო რამდენიმე დღე მაღალი ტემპერატურა და ჰაერის უკმარისობა აღენიშნებოდა.

,, შაქარმა მოიმატა, გამოიძახეს სააწრაფო, პირველ ჯერზე დაურეგულირეს, მეორედ კომაში ჩავარდა და კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა",- ამბობს გარდაცვლილის ოჯახის ახლობელი

გასულ 24 საათის განმავლობაში ქუთაისში, „კლინიკა ბომონდის” კოვიდცენტრში იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან 13 ორსული შეიყვანეს. ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 40 ორსული და მელოგინეა მოთავსებული.

კოვიდცენტრში დადასტურებული ინფექციით სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საცხოვრებელი ბინიდან შეიყვანა 12 დღის ჩვილიც. მისი დაინფიცირება სავარაუდოდ დედას უკავშირდება. ჩვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე საშუალო სიმძიმისაა. იმერეთში, 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 12 ადამიანი გარდაიცვალა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში