თავდამსხმელი დაკავებულია და ყველა მძევალი გათავისუფლებულია

20 ნოემბერი 2020, 20:19 1048 ნახვა

წერეთლის გამზირზე მდებარე „ემ ბი სი“- ს ფილიალის შენობიდან ყველა მძევალი გათავისუფლებულია, თავდამსხმელი კი დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე ადასტურებს.

"ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. რაც შეეხება მოთხოვნებს ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, გააჟღერა კიდეც მედიასაშუალებებით და შესაბამისად დამატებით დეტალებზე მოგახსენებთ მოგვიანებით" - აცხადებს ვაჟა სირაძე.

პოლიციამ რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შედეგად ყველა მძევლის უსაფრთხოდ გათავისუფლება შეძლო. მძევლებს შორის იყვნენ ორგანიზაციის თანამშრომლები. მათი ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ემ ბი სი“-ს ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი დაახლოებით, 16:00 საათზე შეიჭრა და 11 მძევალი აიყვანა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში