ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომობილი დააზიანეს

21 ნოემბერი 2020, 08:51 866 ნახვა

ზუგდიდის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომობილი გამნთენიისას დააზიანეს. შემთხვევა მისი სახლის წინ მოხდა.

მირანდა მესხის განცხადებით ფაქტზე უკვე ინფორმირებულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები.

"7 ის წუთები იყო ოლქში მოვდიოდით მე და ჩემი მეუღლე, ჩამოვედით და დაგვხვდა ეს სიურპრიზი, წინა და უკანა მხარე ჩალეწილი, შიგნით ნამსხვრევებად ქცეული ყველაფერი. 112 ზარი დაფიქსირდა, განაცხადი გაკეთებულია და ალბათ იქნება რეაგირება.

გვერდით ამოდენა ქვა ეგდო და ჩამსხვრეული ყველაფერი. ეს არ არის ანასხლეტი ქვა, ეს არის შეგნებულად მოტანილი, ქვა იმოდენაა ერთ ხელშიც კი შეუძლებელია დაიჭირო.

შემთხვევა მოხდა ჩემი სახლის წინ, სადაც უამრავი კამერაა. ჩემი მეუღლე დარჩა გამოკითხვაზე განყოფილებაში"- განაცხადა ზუგდიდის საოლქო-საარჩვევნო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში