„არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება“- ნინო ლომჯარია

21 ნოემბერი 2020, 09:00 1285 ნახვა

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება- ასე იწყება ტერორიზმი!, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა. ლომჯარია წერს, რომ მსგავსი „რომანტიზებით“ ტერორიზმი იწყება. წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ ბი სი“ პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელმა 11-ივე მძევალი გაათავისუფლა. თავდამსხმელი დაკავებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში