ხმა მივეცი საქართველოს და აჭარის წარმატებას - თორნიკე რიჟვაძე

21 ნოემბერი 2020, 09:34 1252 ნახვა

საკუთარი არჩევანი დააფიქსირა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, მან ხმა მისცა საქართველოს და აჭარის წარმატებას.

"მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს და აჭარის წარმატებას. ასევე მიუხედავად ამინდისა მინდა კიდევ ერთხელ ვთხოვო და მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისკენ, რომ არცერთი ხმა არ დაიკარგოს და ყველამ დააფიქსიროს თავისი არჩევანი ამ ქვეყნის უკეთესი, ხვალინდელი დღისთვის"-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, კომენტარი გააკეთა ოპოზიციის ბოიკოტთან დაკავშირებითაც.

"ყველამ პატივი უნდა სცეს ამომრჩევლის გადაწყვეტილებას, შესაბამისად მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველას აქტიური მონაწილეობა მეორე ტურებში. ბიულეტენებში მოცემულია ის კანდიდატები, რომლებმაც პირველ ტურში გადალახეს ბარიერი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ უპერსპექტივოდ იყო დარჩენილი რიგი პოლიტიკური სუბიექტები, ასევე კანდიდატები და რა თქმა უნდა ერთ-ერთი წინაპირობა მათი გადაწყვეტილების ეს იყო.

დღეს გვექნება ძალიან მშვიდი არჩევანის დღე როგორც ამ ქალაქში ასევე ქვეყანაში და დღეს ყველას მიეცემა საშუალება თავისუფლად დააფიქსიროს თავისი არჩევანი და არავის მიეცემა საშუალება რაიმე სახით ხელი შეუშალოს ამომრჩევლის ნების გამოვლენას "-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში