​წაბლანისა და წაბლიანის მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს

21 ნოემბერი 2020, 10:08 2109 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის - წაბლანასა და წაბლიანის მოსახლეობა არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტს უცხადებს.

ადგილობრივების განცხადებით, ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს, რადგან 1988 წლის სტიქიის შედეგად დაზარალებულებს ბინები გადასცეს, თუმცა გარემონტების საშუალება არ აქვთ.

ისინი სოციალური ბინების გარემონტებას ან სარემონტო თანხას ითხოვენ.

დაახლოებით ათასმა ამომრჩეველმა 31 ოქტომბრის არჩევნებსაც ბოიკოტი გამოუცხადა. ამომრჩევლები საარჩევნო უბანთან მივიდნენ, მაგრამ არჩევანი არ დააფიქსირეს და უბნებთან აქცია გამართეს. პროტესტს ადგილობრივი საარჩევნო კომისიის წევრებიც შეუერთდნენ, რის გამოც ოლქმა ისინი სხვა სოფლებიდან დაკომპლექტებული კომისიით ჩაანაცვლა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში