ხმა მივეცი ჩვენი ერის, ქვეყნის, ქალაქის წარმატებულ მომავალს - არჩილ ჩიქოვანი

21 ნოემბერი 2020, 11:18 1052 ნახვა

საკუთრი არჩევანი დააფიქსირა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მან ხმა მისცა ქართველი ხალხის, ქალაქის წარმატებულ მომავალს.

"გავაკეთე არჩევანი ჩვენი ერის, ქვეყნის, ქალაქის წარმატებული მომავლისთვის, საქართველოს ევროპული არჩევანის საკეთილდღეოდ, იმედს ვიტოვებ, რომ მშვიდ გარემოში ჩაივლის საარჩევნო პროცესები და ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ იზეიმებს საამაყო გამარჯვებას.

უკვე ხვალიდან ჩვენ გვაქვს ვალდებულება ჩვენს თანამოქალაქეებთან ერთად, გავაგრძელოთ შენება და  დიდი გამოწვევების დასაძლევად მუშაობა"-განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში