''დინამო'' ბათუმის ფან-კლუბის წევრებმა სტადიონზე გუნდის პირველი თამაში პერფორმანსით აღნიშნეს

21 ნოემბერი 2020, 18:35 2944 ნახვა

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე პირველი ოფიციალური თამაში ეროვნული ლიგის 14 ტურის მატჩით ''დინამო'' ბათუმსა და გორის ''დილას'' შეხვედრით დაიწყო.

პანდემიის გამო თამაში გულშემატკივრების გარეშე მიმდინარეობს. 

''დინამო''  ბათუმის ფან-კლუბ "პირატების" წევრებმა ახალ არენაზე საყვარელი გუნდის პირველი თამაშის ჩატარება პერფორმანსით აღნიშნეს.

ბათუმის დინამო ეროვნულ ლიგაში 26 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება და პირველადგილოსან თბილისის დინამოს 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა გია გეგუჩაძის გუნდს ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.

ბათუმის ახალი სტადიონი უეფას მეოთხე კატეგორიისაა და 20 000 მაყურებელზეა გათვლილი.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში