წინასწარი მონაცემებით ამომრჩეველთა აქტივობამ 26,29% შეადგინა - ცესკო

21 ნოემბერი 2020, 21:15 1129 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 26,29%.

მათივე განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია 39,29%, ყველაზე დაბალი მეშვიდე მაჟორიტარულ ნაძალადევის ოლქში 20,04%.

"მეორე ტურში არსებითი ხარვეზები არ გამოვლენილა და მთელი დღის განმავლობაში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში.

წინასწარი მონაცემებით, 20:00 საათის მონაცემებით ამომრჩევლის აქტივობამ შეადგინა 26,29%. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 562 664 ამომრჩეველმა.

საოლქო-საარჩევნო კომისიებში დღის განმავლობაში შევიდა 12 საჩივარი და უმრავლესობა პროცედურულ ხარვეზებს შეეხებოდა. საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენის შემდგომ საარჩევნო უბანზე პროცედურების დასრულების შემდგომ ოქმები მიეწოდება საოლქო-საარჩევნო კომისიებს, რომლებიც თავის მხრივ უმოკლეს ვადაში ატვირთავენ სპეციალურ ელექტრონულ პროგრამაში

ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ აჭარის რეგიონშია 39,29%, ყველაზე დაბალი მეშვიდე მაჟორიტარულ ნაძალადევის ოლქში 20,04%"-აცხადებენ ცესკოში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში