მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდამსხმელს ბრალი წარედგინა

22 ნოემბერი 2020, 18:01 1023 ნახვა

მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში  თავდასხმის საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.გამოძიება 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს რაც  ცხრიდან თოთხმეტ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით,   საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე, ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე  დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს.  ბრალდებულის  სასამართლო  სხდომა ხვალ 11:30 საათზე ჩაინიშნა. რომელზეც აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელონ. უკვე ცნობილია, რომ დაცვის მხარე მის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვს.ბრალდების მხარე  კი სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში