„ალტერნატივას“ ხელმძღვანელის მიმართ საქმე ძალადობის მუხლით აღიძრა

22 ნოემბერი 2020, 19:58 2543 ნახვა

მოძრაობა ალტერნატივას ხელმძღვანელის მიმართ  გამოძიება ძალადობის მუხლით აღიძვრა. ბრალის წარდგენისა და დამტკიცების შემთხვევაში ხათუნა ბერიძეს ერთწლიანი პატიმრობა ან შინაპატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.  აქტივისტმა მთავარი სამმართველო ერთი საათის  წინ დატოვა სადაც გამოკითხვაზე იმყოფებოდა. ხათუნა ბერიძის ინტერესების დამცველი საქმის აღძვრას მის საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირებს და აცხადებს,რომ ეს არის მისი დაშინების მცდელობა.საქმე ეხება 19 ნოემბერს  "ქართული ოცნებისა"  და ალტერნატივას აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტს.  „ალტერნატივა“ ქართული ოცნების ბათუმის შტაბის ხელმძღვანელის გიორგი მანველიძის სახლთან აქციის მოწყობას აპირებდა, ადგილზე მისულებს კი ქართული ოცნების აქტივისტებმა კონტრაქცია მოუწყვეს, ხოლო კონფლიქტის გამწვავების მიზეზი , გორგილაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსზე გამოფენილი ბანერი გახდა, რომელზეც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების ფოტოები იყო გამოსახული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში