საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი 

23 ნოემბერი 2020, 10:58 1376 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 36 პაციენტი. ქვეყანაში 3 531 პირი გამოჯანმრთელდა. 

საქართველოში, 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 012 მოქალაქე გარდაიცვალა. 

23 ნოემბრის მონაცემებით: თბილისში გამოვლენილია ინფიცირების 2 157 შემთხვევა, აჭარა - 417, იმერეთი - 537, ქვემო ქართლი - 190, შიდა ქართლი - 137, გურია - 78, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 159, კახეთი - 140, მცხეთა-მთიანეთი - 89, სამცხე-ჯავახეთი - 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 482. მათ შორის, 6 221 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

3 736 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში.​ საკარანტინე სივრცეებში კი 2 137 ადამიანი რჩება.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 167 პირი, მათ შორის თბილისში - 17 563 პირი, აჭარაში - 14 449, იმერეთში - 5 280.

 

.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში