სოფელ ზარდიაანთკართან დაკავებული მირიან თაზიაშვილი პატიმრობაში რჩება

23 ნოემბერი 2020, 11:03 1055 ნახვა

სოფელ ზარდიაანთკართან  მირიან თაზიაშვილის უკანონო დაკავების ფაქტზე როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ გრძელდება ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. თეა ახვლედიანის განცხადებით  ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ამოქმედდა ცხელი ხაზი და ეცნობა ჟენევის თანათავმჯდომარეებსაც. 

როგორც მინისტრი ამბობს, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მიმდებარე ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტები კიდევ უფრო ართულებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას და  ადგილობრივ მოსახლეობას უზღუდავს გადაუდებელ, მათ შორის, სამედიცინო მომსახურებებზე წვდომას.  

მირიან თაზიაშვილის დაკავების შესახებ 21 ნოემბერს ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში