ევროკავშირი საქართველოს ახალ პარლამენტთან თანამშრომლობისთვის მზად არის

19 ოქტომბერი 2016, 00:00 3272 ნახვა

ევროკავშირი მზად არის, იმუშავოს დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ და მოუწოდებს ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, იმუშაონ ერთად საქართველოს ინტერესებისთვის. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს 2016 წლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ანგარიშში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საერთო ჯამში, მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩატარდა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია საქართველოს „სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში“ მომხდარი კონფლიქტების შედეგების დაძლევისკენ, მათ შორის ევროკავშირის სამონიტორინგო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის აქტივობის საშუალებით.

ამავე კატეგორიაში