"ალტერნატივას" ადმინისტრაციული წესით დაკავებულ წევრებს ბრალის არსს აცნობენ 

23 ნოემბერი 2020, 15:17 1714 ნახვა

ამ წუთებში საგამოძიებო უწყებაში ბათუმის 79-ე  საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პირებს ბრალის არსს აცნობენ.  მოძრაობა ალტერნატივას ბრალდებული წევრები სამმართველოში ადვოკატთან ერთად მივიდნენ. სამართალდამცავებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის   მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით  5 პირი 21 ნოემბერს  მაშინ დააკავეს, რა დროსაც ორგანიზაცია „ალტერნატივამ“ ე.წ. სირცხვილის კორიდორი ბათუმის საოლქო კომისიასთან მოაწყო, როცა საუბნო კომისიების წარმომადგენლებს შემაჯამებელი ოქმები საოლქო კომისიაში მიჰქონდათ. ამის გარდა მოძრაობა ალტერნატივას ხელმძღვანელის წინააღმდეგ  გამოძიება ძალადობის მუხლითაც  მიმდინარეობს. ბრალის წარდგენისა და დამტკიცების შემთხვევაში ხათუნა ბერიძეს ერთწლიანი პატიმრობა,შინაპატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.  ხათუნა ბერიძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს  და  საქმის აღძვრას მის საზოგადოებრივ აქტივობას უკავშირებს. მისივე ინფორმაციით, ის 19 ნოემბერს  "ქართული ოცნებისა"  და ალტერნატივას აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტის დროს თავს იცავდა და სწორედ ამ ეპიზოდს ედავება მას გამოძიება. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში