საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი

24 ნოემბერი 2020, 10:41 1371 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ქვეყანაში გამოჯანმრთელდა 3 045 პირი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 92 215-მდე გაიზარდა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 128 ახალი შემთხვევიდან, განაწილება ასეთია: თბილისში გამოვლენილია 1 504 შემთხვევა, აჭარა - 576, იმერეთი - 212, ქვემო ქართლი - 129, შიდა ქართლი - 101, გურია - 87, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 189, კახეთი - 116, მცხეთა-მთიანეთი - 105, სამცხე-ჯავახეთი - 97, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 526. მათ შორის, 6 192 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 932 მათ შორის, თბილისში - 457, აჭარაში - 154,

3 739 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, ​საკარანტინე სივრცეებში კი რჩება 2 102 ადამიანი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში