ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა 

24 ნოემბერი 2020, 10:48 5452 ნახვა

ბათუმში კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა. ბენო ჭელიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ის ბოლო დღეების განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული. 

ბენო ჭელიძე 55 წლის იყო.

იგი მოქმედი ექიმი იყო და რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობდა. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბენო ჭელიძე კლინიკაში 20 ნოემბერს შეიყვანეს. მას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. 

''ანამნეზი: კოვიდ 19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწ. უკმარისობა, შოკის სხვა ფორმები, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტ. ჰიპერტენზია, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი'' - წერია სამინისტროს ინფორმაციაში. 

ბოლო დღეების განმავლობაში აჭარაში covid-19-ით სამი ექიმი და ერთი ექთანი გარდაიცვალა. 

 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში