3 წელი სასტუმრო “ლეო გრანდის” ტრაგედიიდან.

24 ნოემბერი 2020, 15:38 1352 ნახვა

3 წელი ლეოგრანდის ტრაგედიიდან. დილიდან ხანძრის დროს დაღუპული 11 ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები ტრაგედიის ადგილას იკრიბებიან და სანთლებს ანთებენ. დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს აჭარის მთვარობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ,მთავრობის სხვა წევრებმა და ქალაქის მერმაც. სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანების გამო 11 ადამიანი დაიღუპა, 10 საქართველოს, ერთი კი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო. "ლეოგრანდში" სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე გამოძიებამ სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში