კორონას გავრცელების ტემპი საგანგაშოა

24 ნოემბერი 2020, 19:53 1402 ნახვა

აჭარაში არსებულ კოვიდ მიმღებ კლინიკებში სასუნთქი აპარატების დეფიციტია, სულ 46 აპარატია  და  ამდენივეა კრიტიკული პაციენტიც.ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ კორონავირუსის ყოველდღიური შედეგების გათვალისწინებით 15% ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებს. მალევე იგეგმება 50 საწოლის დამატება, რომლებიც  სასუნთქი  აპარატებით იქნება  აღჭურვილი.მედიკოსების თქმით კი პიკი ჯერ კიდევ არ დამდგარა, რაც შეეხება ვაქცინას იგი ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით გაზაფხულზე იქნება და პირველ რიგში მედიკოსები და რისკ ჯგუფები აიცრებიან.ჯამში დღეს ქვეყანაში სულ 3128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში