რამდენიმე მეჩეთი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია სავალალო მდგომარეობაშია მაგალითად ზვარეს მეჩეთში ძლიერი წვიმების გამო კედლები ჩამორეცხილია და იატაკიც დაზიანებულია. სრულიად საქართველოს მუფრთი აღნიშნავს, რომ ძეგლების მოვლას რელიგიური და კულტურული მნიშვნელობა აქვს, ქედაში 17 მუსლიმური სალოცავია, რომელსაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული