​აჭარაში COVID-19 კიდევ 523 ადამიანს დაუდასტურდა

25 ნოემბერი 2020, 11:04 1139 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის კიდევ 523 ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 7 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 402 მოქალაქე. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტები სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობდნენ, გარდაცვლილთა ასაკი 60-დან 90 წლამდე მერყეობს. 

ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 1 010 მოქალაქე მკურნალობს, მათ შორის 140 მძიმე პაციენტია, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 49 პირი. 

3 723 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 108 - თბილისში, 2 047 - აჭარაში.

აჭარაში არსებულ საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 021 ადამიანი. 

თვითიზოლაციაში იმყოფება 51 936 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 17 231 პირი, აჭარაში - 13 768.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში