ხელვაჩაურის მერი უკანონო მშენებლობისთვის 6000 ლარით დააჯარიმეს 

25 ნოემბერი 2020, 12:06 1981 ნახვა

ჯუმბერ ვარდმანიძე ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ 6 000 ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება მახინჯაურში სამსართულიანი სახლის მშენებლობას, რის გამოც ხელვაჩაურის მერი უკანონო მშენებლობისთვის დააჯარიმეს. 

''მახინჯაურის დასახლებაში, თამარ მეფის პირველი შესახვევის 27 ნომერში, უნებართვოდ მრავალფუნქციური ობიექტის მშენებლობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება გრძელდება. ვინაიდან მშენებელმა კანონის შესაბამისად, მითითების ვადაში ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, სამსახურმა გამოსცა კანონის შესაბამისად დაჯარიმების შესახებ დადგენილება'' - განმარტავენ მუნიციპალურ ინსპექციაში. 

საზოგადოებრივი მაუწყებელი ხელვაჩაურის მერს დაუკავშირდა, ჯუმბერ ვარდამინიძემ თქვა, რომ გადაწყვეტილებას ეთანხმება, არ აპროტესტებს და თანხის გადახდას აპირებს.

მიწის ნაკვეთზე, სადაც მერმა სახლი აიშენა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის.

უკანონო მშენებლობის შესახებ თავდაპირველად გამოცემა ''ბათუმელებმა'' დაწერა, რასაც თან უძღოდა ინციდენტი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში