კულტურული მემმკვიდერეობის საბჭოს კომპლექტაციის წესი

05 აპრილი 2016, 00:00 6143 ნახვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე სააგენტოს სარეკომენდაციო საბჭოს დაკომპლექტების წესს განიხილავენ. მირანდა ჩარკვიანის ინფორმაციით, სააგენტო გაეცნო ევროპულ გამოცდილებას და საბჭოში მოიაზრებენ არქიტექტორებს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, ასევე თითო წევრს მერიის, საკრებულოსა და ეკონომიკის სამინისტროდან.

მესამე სექტორის უკმაყოფილება საბჭოში სწორედ ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლის შესაძლო შეყვანას მოჰყვა. ისინი მიიჩნევენ, რომ სამინისტრო საინვესტიციო პოლიტიკას გაატარებს და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებს ნაკლებად დაიცავენ. განხილვის და აზრთა სხვადასხვაობის საგანია, რა ფორმით უნდა მოხდეს არასამათავრობო ორგანიზაციები საბჭოში. დაისვა შოთა გუჯაბიძის საკითხიც. მესამე სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ შესაძლოა საბჭოში შოთა გუჯაბიძე ვეღარ მოხდეს. 

ამავე კატეგორიაში