საფეხბურთო კლუბი ქობულეთის ''შუქურა'' სხვისდება 

25 ნოემბერი 2020, 17:09 1871 ნახვა

საფეხბურთო კლუბი ,,შუქურა'', 25-წლიანი იჯარით კერძო პირზე სხვისდება. ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, ქობულეთის მერის მოადგილემ დავით ვერულიძემ გააკეთა მოხსენება, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული შპს საფეხბურთო კლუბ ,,შუქურას" 100%-იან წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

 ,,შუქურას'' წილის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით დაინტერესებულებულია კერძო პირები. მათ მოთხოვნა შემოიტანეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ვინაიდან, პირდაპირი განკარგვის უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ განსაკარგად გადაეცემა აჭარის მთავრობას. ისე როგორც ბათუმის ,,დინამოს'' შემთხვევაში მოხდა. ინვესტორები თავის მხრივ ყოველწლიურად ინვესტიციას განახორციელებენ გუნდში, ამასთან გადაიხდიან წილის მართვის საფასურს, რაც მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავალია. ასევე მათ აქვთ სხვადასხვა ვალდებულებები, რომელთა შესრულება მოუწევთ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არის ,,ქობულეთის  შუქურას'' კიდევ უფრო გაძლიერება" - აცხადებს მერის მოადგილე.

კითხვაზე რა სარგებელს მიიღებს ქობულეთის მუნიციპალიტეტი საფეხბურთო კლუბის გასხვისებით და რა დამატებითი პირობების გათვალისწინებით გასხვისდება ის, დავით ვერულიძე აცხადებს, რომ  შპს საფეხბურთო კლუბი ,,ქობულეთის შუქურა"  წილის მართვის უფლებას ითხოვს 25-წლით. ინვესტორთა ჯგუფი იღებს  ვალდებულებას სპორტულ შედეგთან დაკავშირებით, ასევე სხვა ფინანსურ ვალდებულებებს. მაგ: წელიწადში 200-ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს კლუბში და ყოველწლიურად გაიარონ ლიცენზირება და დააკმაყოფილონ ყველა ის სტანდარტი, რომელიც ფეხბურთის ფედერაცია უწესებს კლუბებს.

გარდა ამისა, გადაიხდიან წილის მართვის საფასურს, რომელიც შემოსავლის სახით აისახება ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უფრო გააძლიერებს ფინანსურად და  სპორტული მიმართულებით, ასევე უზრუნველყოფს კლუბის წარმატებულად ფუნქციონირებას" - ამბობს ვერულიძე. 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში