ხალაში მკვლელობის საქმე - ოჯახი საქმის სხვა ფიგურანტებზეც საუბრობს

25 ნოემბერი 2020, 15:26 5618 ნახვა

ქობულეთის   სოფელ ხალაში   მოკლული 30 წლის დავით შარაშიძის ოჯახი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს.  მოკლული ახალგაზრდის ახლობლების ინფორმაციით, ბრალდებულის გარდა  საქმეში  სხვა პირებიც ფიგურირებენ, რომლებიც ამ დრომდე არ დაუკავებიათ.  დღეს დაზარალებული მხარე  მკვლელობაში შესაძლო სხვა პირების მონაწილეობასთან დაკავშირებით   საქმის  გამომძიებელს ინფორმაციას მიაწვდის. ოჯახის განცხადებით,  მკვლელობის მოტივი მათთვის უცნობია და არც კონფლიქტი ყოფილა მოკლულსა  და ბრალდებულს   შორის. დაზარალებული  მხარის ადვოკატი  საქმეში ჯგუფურად  მკვლელობის ნიშნებზე საუბრობს.  დავით შარაშიძე 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ერთი ადამიანი სამართალდამცავებმა რამდენიმე დღეში განზრახ მკვლელობის მუხლით დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული  წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში