სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - ამირან გამყრელიძე მოსალოდნელ შეზღუდვებზე

25 ნოემბერი 2020, 15:59 3192 ნახვა

,,რთული კითხვაა... სჯობს გვიან ვიდრე არასდროს, ხომ გვაქვს ასეთი გამოთქმა'' - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც დაგვიანებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. 

ამირან გამყრელიძის თქმით, რომ არა არჩევნები, ეს შეზღუდვები უფრო ადრე, მაგალითად ნოემბრის დასაწყისში დაწესდებოდა და შედეგიც უფრო კარგი იქნებოდა. 

''რომ არ ყოფილიყო ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი, რა თქმა უნდა შესაძლებელი იქნებოდა შეზღუდვები უფრო ადრე დაგვეწესებია, მაგრამ იმის გამო რომ პოლიტიკური პროცესი იყო და არჩევნები არის  ყველაზე მნიშვნელოვანი. ქვეყანა წავიდა იმ გზით, რომ აქაც დანის პირზე ევლო და პოლიტიკური პროცესი არ შეეჩერებინა, იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა არჩევნებს, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ ტარდება.

ამიტომ, რასაც თქვენ მეკითხებით, კი ბატონო, უკეთესი იქნებოდა იგივე მეორე ტური, რომ არ ყოფილიყო, ეს შეზღუდვები ნოემბრის დასაწყისში დაწესდებოდა. უფრო მეტ ეფექტს მივიღებდით, მაგრამ ახლაც აუცილებლად დასაწესებელია'' განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში