მაქსიმალურად ვეცდებით, მოქალაქეებმა თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ შობა-ახალი წელი - ჯანდაცვის მინისტრი 

25 ნოემბერი 2020, 15:50 1548 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ მაქსიმალურად ეცდებიან მოქალაქეებმა თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი.

''ერთის მხრივ ვითვალისწინებთ  იმ შედეგს,  რაც შეიძლება მიადგეს ადამიანის ჯანმრთელობას კოვიდინფექციის  მასშტაბური გავრცელების შედეგად, ასევე ვითვალისწინებთ მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობასაც, როდესაც ყველა ველოდებით ახალ წელს და შობას. ასევე ვითვალისწინებთ ბიზნესის აქტიურ ფაზას, რომელიც არის დეკემბერში. 

ჩვენი მიზანი არ არის მოხდეს ისეთი შეზღუდვები და იმ ვადით შეზღუდვები, რომ ყველა ეს კომპონენტი მოყვეს ზარალში. 

აქედან გამომდინარე ჩვენ დავაკვირდებით პროცესს იმ პერიოდის შემდეგ, რაც ჩვენ შეზღუდვებს დავაწესებთ და  მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მოქალაქეებმა შეძლონ თავისუფლად და შესაფერისად აღნიშნონ ახალი წელი'' - განაცხადა მინისტრმა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება და გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის წევრები ხვალ ისაუბრებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში