დიდ ქალაქებში ღია და დახურული ბაზრობები მუშაობას შეაჩერებენ 

26 ნოემბერი 2020, 14:21 2007 ნახვა

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ღია და დახურული ბაზრობები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

სავაჭრო ობიექტები, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, სადეზინფექციო ნაწარმის იმუშავებენ ასევე დისტანციურად. 

აკრძალვები ძალაში შაბათს შევა.

მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება კორონავირუსის გაზრდილი შემთხვევებისა და მობილობის შემცირების გამო მიიღეს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში