რა დახმარებას სთავაზობს მთავრობა მოქალაქეებს

26 ნოემბერი 2020, 14:49 6836 ნახვა

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დასაქმებული, ვინც პანდემიის პერიოდში სამსახური დაკარგა პირველი იანვრიდან 200-ლარიან დახმარებას კვლავ მიიღებს.

გიორგი გახარიას თქმით, სამასი ლარით დაეხმარებიან, იმ მოქალაქეებს, რომელებიც სხვადასხვა კომპანიაში მუშაობდნენ, პანდემიის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო კი, მათი სამსახურები დროებით დაიკეტა. 

''იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და ჩვენ გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი  მოქალაქეები არიან დასაქმებული. ძირითადად ეს შეზღუდვა არის 4 ან 5 კვირა. ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა პირველი ტალღის დროს თვითდასაქმებულებისთვის. ეს არის სამასი ლარი. 

ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა, იმ კომპანიებთან ერთად, რომლებთანაც ისინი მუშაობენ. ამ სამასლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, ჩვენ ამ სფეროდან, ამ სექტორში დასაქმებულს მიზნობრივად დავეხმარებით.  სახელმწიფო  სესხის გადავადებაში დაეხმარება. 

300 ლარიანი დახმარებით, პირველი ტალღის დროს ისარგებლა 250 000 ადამინმა, ამჯერად იქედან გამომდინარე, რომ სფერო დავიწროებულია, ვფიქრობ რომ ამის ნახევარი, დაახლოებით 120 000 ბენეფიციარი იქნება. 

საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება. ამიტომ 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები იქნება დაფარული. 

გარდა ამისა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური დახმარება, პროგრამა, რომელმაც ძალიან კარგად იმუშავა, ეს გახლავთ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური 1200 ლარიანი დახმარება. ეს პროგრამა იანვრიდან ისევ გაგრძელდება დამატებით კიდევ 6 თვის განმავლობაში. ყველა ის ადამიანი, რომელმაც დაკარგა სამსახური მიმართავს სახელმწიფოს და მიიღებს დახმარებას, ყოველთვიურად 200 ლარს.

გარდა ამისა, ჩვენ გვყავს სოციალურად დაუცველი 65 000 და 100 000 ქულას შორის საკმაოდ  დიდი რაოდენობა მოსახლეობის, ეს ის ჯგუფია, რომელიც  ყველაზე მოწყვლადია. ჩვენ ვაახლებთ პროგრამას და ამ ოჯახებს 6 თვის განმავლობაში სახელმწიფო 100 ლარით დაეხმარება. მაშინ ამ პროგრამით 72 000 ოჯახმა ისარგებლა. 

დამატებით ნულიდან 100 000 ქულამდე  ოჯახებს, ვისაც  ჰყავთ სამი ან მეტი 16 წლამდე არასრულწლოვანი შვილი, ყოველთვიურად 100 ლარი დაერიცხება. 

ასევე 18 წლამდე მკვეთრად გამოხატული შშმ და შშმ პირებისთვის  100 ლარიანი დახმარება 6 თვის განმავლობაში. ეს დაფარავს 43 000 ადამიანს'' - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში