ქვეყანაში ვირუსის არაბუნებრივი გავრცელებაა - გიორგი გახარია 

26 ნოემბერი 2020, 15:20 1689 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირების ის მაჩვენებელი, რომელიც დღეს ქვეყანაში ფიქსირდება არაბუნებრივია. გიორგი გახარიას თქმით, ეს მოიტანა აქციებმა და გააჩინა რისკი, რომ 4000 ინფიცირებულიდან  მაჩვენებელი სწრაფად გაიზარდოს. 

''აგვისტომდე  საქართველო იყო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით. დღეს რაც ხდება, იმ გამოცდილებით, როგორც ჩვენ ეპიდემია სექტემბრამდე ვმართეთ არაბუნებრივი გავრცელებაა. ამიტომ გვიწევს ამ ორთვიანი საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების დაწესება. 

როგორ ფიქრობთ ეს არაბუნებრივი გავრცელება რამ გამოიწვია? ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა მაღალმა მობილობამ და წესების დაცვის გარეშე დიდი რაოდენობის ადამინების ერთად თავმოყრამ. 

ნაწილობრივ პოლიტიკური პროცესის მიზეზიც არის, იმიტომ რომ საარჩევნო კამპანია საკმაოდ მაღალ მობილობას ითვალისწინებს. 

ეს  არის ის, რამაც დღეს მიგვიყვანა საქართველოთვის არაბუნებრივ ციფრებამდე. 

ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემას 3000 ინფიცირებულის მართვის რესურსი გააჩნია, ჩვენ ახლა ვაზღვევთ შემდგომ სწრაფ ზრდას ინფიცირების რაოდენობის. 

ეს მოიტანა აქციებმა და გააჩინა რისკი, რომ 3000- დან  4000 სწრაფად ავვარდეთ. არ მინდა დავასახელო ციფრები'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში