რას ფიქრობს ხალხი შეზღუდვებზე

26 ნოემბერი 2020, 19:44 1305 ნახვა

დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მთავრობა და ეპიდემიოლოგები იმედს მოქალაქეების პასუხისმგებლობაზე ამყარებენ, დღეს, პირველი ტალღა კიდევ ერთხელ გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ მაღალმა მოქალაქეობრივმა პასუხისმგებლობა დიდი გავლენა იქონია, რომ გაზაფხულზე ვითარება არ გამწვავებულიყო. მოქალაქეების ნაწილი კი ფიქრობს, რომ 28 ნოემბრიდან დაანონსებული შეზღუდვები დაგვიანებულია, რადგან შეკრებებმა და გადაადგილებებმა ვითარება კიდევ უფრო დაამძიმა,მაგრამ ამასთანავე აუცილებელი. ზოგისთვის კი გაუგებარია, რას მოიტანს შეზღუდვა კონკრეტულ რიცხვებში. 28 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში გადადგილება მხოლოდ ტაქსებითა და პირადი ავტომობილებით იქნება შესაძლებელი.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში