სტიქიის დროს დანგრეული ხიდის აღდგენა ამ დრომდე არ დაწყებულა

27 ნოემბერი 2020, 10:28 1209 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზენაქიძეებში თითქმის ორი თვეა წყალდიდობის შედეგად ჩანგრეული ხიდის აღდგენა ამ დრომდე არ დაწყებულა.  აღნიშნული ხიდი ცენტრალურ გზასთან  2 სოფლის მოსახლეობას აკავშირებს. მოსახლეობა ამბობს, რომ შემოვლითი გზებით სარგებლობენ და ტვირთის გადატანას ვეღარ ახერხებენ.

ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მერია საპროექტო სახარჯთაღიცხვო დოკუმენტაციაზე შეძენაზე შესყიდვას განახორციელებს, რის შემდეგაც მოხდება ხიდის აღდგენა.  

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში